ორასი წლის ისტორია და გამოცდილება

ფრანჩესკო პარიზის ჯგუფი დაარსდა 1807 წელს ტრიესტეში ფრანჩესკო პარიზის მიერ (1778-1813 წწ.) დაარსებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, იქმნება ვენის ოფისი და ჯგუფი ყალიბდება როგორც საერთაშორისო კომპანია. 1872 წელს ემატება ვენეციის ფილიალი, 1879 წელს მიუნხენი , 1882 წელს გენუია და 1898 წელს მილანი. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ორმოციანი წლების ბოლოს იხსნება მრავალი ფილიალები აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით .

 

მარტინო პარიზი და ეკონომიკური ბუმი

ორმოცდაათიანი წლების დასასრულს ევროპა ხდება საოცრად სწრაფი ეკონომიური განვითარების მოწმე , ეს ეხება ვერონასა და ტრიესტეს შორის მდებარე მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას. ეგრეთწოდებული იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთის სასწაული, რომელიც შეისწავლება მთელ მსოფლიოში, კომოპანიები შექმნილი საოჯახო მართველობით ანხორციელებენ ექსპორტს ყველგან მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში . ამ დროს იქმნება სწორედ ჩვენი კომპანია მარტინო პარიზიც.
1975 წელს ჩვენი ტრივიზოს ოფისი მენეჯმენტურ ავტონომიას იღებს , მაგრამ განაგრძობს ტრიესტის მთავარ სათაო ოფისთან თანამშრომლობას, მყარ და ეფექტურ კავშირს .მოგვიანებით, 1989 წელს პიერ ლეონ პარიზი, მარტინოს ვაჟი და მარიო ჯიროტო კომპანიის ხელმძღვანელები ხდებიან.

მარტინო პარიზი დღეს

ოთხმოცდაათიან წლებში ჩვენი კომპოანია აყალიბებს ახალ სატრანსპორტო სექტორს, რომელიც უერთდება საბაჟო დეპარტამენტს, რომელიც კომპანიის ძირითადი ბიზნესია. ევროკავშირის გაფართოების საფუძველზე იქმნება აგრეთვე ინტრასტატის მოდელების შედგენის განყოფილება.
იმავდროულად, საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკის გაზრდა საშუალებას აძლევს ჩვენს კომპანიას განვიარდეს და მუშაობა აწარმოოს ექსპორტზე, რომელიც მოიცავს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, ბალკანეთის არეალს, შორეულ აღმოსავლეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას.

2017 წელს კომპანია დაბრუნდა პარიზის ოჯახის მართვაში, და აგრძელებს განვითარებას და გაზრდას საბაჟო კონსულტაციების თუ საერთაშორისო კონსალტინგის სფეროში.

 

დაბრუნდი კომპანიის გვერდზე