მარტინო პარიზი:
ჯგუფის სიძლიერე
საექსპედიციო კომპანია მარტინო პარიზი შედის ფრანჩესკო პარიზის ჯგუფში. ფრანჩესკო პარიზის გააჩნია 100,000 კვადრატული მეტრი დახურული საწყობები, სადაც ხორციელდება დასაწყობება და ტვირთების დისტრიბუცია. 9 ქვეყანაში არსებობს ფილიალები, ამასთანავე მსოფლიო მაშტაბით არიან აგენტები და გადაზიდვების სფეროში მომუშავე პროფესიონალები. ჩვენ ვიმყოფებით ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, უნგრეთში, ისრაელში,ასებე ჰონკონგსა და ჩინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. იტალიაში კი ვიმყოფებით ტრევიზოში, ტრიესტეში,გორიცია, ვენეცია, მილანი და პონტება(უდინე).
ისტორიისა და გამოცდილების 200 წელი
ფრანცესკო პარიზის კომპანია დაარსდა ტრიესტეში 1807 წელს ფრანჩესკო პარიზის (1778-1813) მიერ. ნახევარი საუკუნის შემდეგ ვენაში იქმნება ახალი ოფისი და ჯგუფი იძენს საერთაშორისო კომპანიის სახელს.1872 წელს იქმნება ვენეციისფილიალი, 1879 წელს მიუნხენი,1882 წელს გენუა, 1898 წ. მილანი. მეოცე საუკუნეში ორმოციანი წლების ბოლოს ჯგუფი ხსნის მრავალ ფილიალს აღმოსავლეთ ევროპაში.
მარტინო პარიზი და ეკონომიური ბუმი
50 წლების დასწყისში ევროპა ხდება მცირე და საშუალო ბიზნესის საოცრად სწრაფი განვითარების მოწმე, განსაკუთრებით ვერონასა და ტრიესტეს შორის არსებული წარმოებებისა. ეს იყო იტალიის ჩრდილო აღმოსავლეთის გაბვითარების საოცრება, რაც შესწავლილი იქნა მთელს მსოფლიოში. აქ არსებობს ოჯახურ მმართველობაზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც ანხორცილებენ made in italy -ს ექსპორტს მთელს მსოფლიოში. ასე იბადება ტრევიზოს ფილიალ, მარტინო პარიზის კომპანია, რომელსაც სათავეში ედგა თვით ბატონი მარტინო
1975 წელს ტრევიზოს ფილიალი იღებს მართვის ავტონომიას. მაგრამ ამსთანავე ინარჩუნებს ტრიესტეს მთავარ ოფისთან საკმაოდ მნიშვნელოვან და ძლიერ ურთიერთობას. შემდგომში 1989 წლიდან პიერლეონე პარიზი, მარტინოს შვილი და მარიო ჯიროტო იწყებენ კომპანიის მართვას.
მარტინო პარიზი დღეს
90 იან წლბში მარტინო პარიზი აყალიბებს ახალ სექტორს, რომელიც სპეციულურად მუშაობს ტრანსპორტირების ორგანიზებაზე, რასაც გვერდით უდგას საბაჯო განყოფილება, რაც წარმოადგენს დღესაც კომპანიის ძირითად და უმთავრეს საქმიანობას.
ამასთანავე, საერთაშორისო ურთიერთობების და საერთოდ ეკონომიკური განვითარება მარტინო პარიზის აძლევს იმის საშუალებას, რომ კომპანია გახდეს სპეციალიზირებული გადაზიდვებში ყოფილ საბჭოთა კაბშირის ქვეყნებთან , ბალკანეთის მხარესთან, ასევე ინდოეთისა და ბრაზილიის მიმართულებით.

